საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სანამ პროკურატურა და სასამართლო არის ჩართული, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე კომენტარის გააკეთება უშუალოდ ჩარევა იქნება.

"ბრალდება წაეყენათ გუშინ, თუ არ ვცდები. მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც, არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის და მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ, მე ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ის კი არა კომპეტენცია, უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება", — თქვა პრეზიდენტმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წარუდგინა. ისინი გუშინ, 24 ივლისს დაიბარეს პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზეც. ჯერჯერობით უცნობია, აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა.

ამავე თემაზე: