ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ On.ge-ს საინფორმაციო მიმართულებით არხის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცხვიტავამ უთხრა.

მისი განმარტებით, ჩიხლაძე საინფორმაციოს მთავარი რედაქტორი იქნება. ირაკლი ჩიხლაძე გადაცემების: იმედის კვირა და პირისპირ წამყვანია.

იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა ნანა ლეჟავამ რამდენიმე დღის წინ დატოვა. მას მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც აღარ მიჰყავს. მანამდე ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ცხვიტავას დანიშვნას წინ უსწრებდა არხზე გენერალური დირექტორის შეცვლა. გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.