ტელეკომპანია Hulu დაგლას ადამსის კომედიური sci-fi ჟანრის წიგნის, The Hitchhiker’s Guide to the Galaxy-ის ახალ სატელევიზიო შოუს გადაიღებს. როგორც გამოცემა Deadline იუწყება, ტელეარხი Hulu ახალი ადაპტაციის შექმნას სერიალი Lost-ის სცენარისტსა და აღმასრულებელ პროდიუსერთან, კარლტონ კიუსთან და Wonder Woman-ის სცენარისტ ჯეისონ ფაჩსთან ერთად აპირებს.

დედლაინის მიხედვით სერიალი ამბის თანამედროვე ადაპტაცია იქნება, რომელიც დედამიწელი არტურ დენტის გარშემო განვითარდება. ის აღმოაჩენს, რომ მისი სახლი უნდა დაანგრიონ, რადგან მის ადგილზე ახალი გზატკეცილი უნდა გაიყვანონ, დედამიწაც სწორედ ასეთ მდგომარეობაშია. არტურს უცხოპლანეტელი ფორდ პრეფექტი გადაარჩენს, რომელიც მწერალია და ენციკლოპედიას წერს, რომლის სახელია - ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში

დაგლას ადამსის ამავე სახელწოდების წიგნების სერიას ბევრი იცნობს, თუმცა წლების განმავლობაში ის ძალიან ბევრჯერ ტრანსფორმირდა სხვადასხვა დროში. ავტორს იდეა ევროპაში მოგზაურობისას მოუვიდა, როდესაც ხელში ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში ეჭირა. წლების შემდეგ მან მუშაობა რადიოში დაიწყო, სადაც სკეჩებისთვის ტექსტებს წერდა. შემდეგ კი ცნობილი კომედიური გადაცემაზე Monty Python-ზე დაიწყო მუშაობა.

ადამსი მოგვიანებით BBC-ს პროდიუსერს შეხვდა, იდეა გააცნო და შემდეგ თანხმობა მიიღო. მან ექვსი ეპიზოდი და წერა კომედიური რადიო დრამისათვის, რომელიც ეთერში 1978 წელს გავიდა. წარმატებულ სერიებს მეორე სეზონი - The Restaurant at the End of the Universe. მოჰყვა და 1980 წელს BBC-მ უკვე ტელესერიალიც გამოსცა.