მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანა ბევრისთვის მიუწვდომელ სიამოვნებასთან ასოცირდება, მოსალოდნელი საფრთხეებისა და რთული თანმდევი პროცედურების გამო.

სწორედ ამ ნეგატიური სტერეოტიპის დასანგრევად და მომხმარებლისთვის მანქანის შეძენის ნამდვილ ზეიმად გადაქცევის მიზნით შეიქმნა ახალი, ქართული ავტო იმპორტიორი კომპანია ქარფესტი, რომელიც მთლიანად თავის თავზე იღებს მანქანის უცხოეთში შეძენის და ჩამოყვანის პროცესის მთელ უსიამოვნო, დამღლელ პროცედურებს.

ქარფესტის გაყიდვების მენეჯერი, ე.წ. ავტოპილოტი, მომხმარებლის მაგივრად წარმართავს მანქანის ჩამოყვანისთვის საჭირო პროცესს, რომელიც, ამავდროულად, სრულად გამჭვირვალე და ინფორმაციულია, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნოს მისთვის სასურველი ავტომობილის შეძენა-ჩამოყვანის თითოეულ ეტაპს, ზედმეტი სტრესისა და რისკის გარეშე.

ქარფესტი სთავაზობს მომხმარებლებს, მიენდონ კომპანიის პროფესიონალ მენეჯერებს და ავტომობილის შეძენის პროცესი, ასე ვთქვათ, "ავტოპილოტზე გადართონ". პერსონალური ავტოპილოტის როლს კი სწორედ "ქარფესტის" ავტოპილოტები შეასრულებენ. ეს არის კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომელიც მთლიანად მომხმარებლის ინტერესებსა და მისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.

ახალი სტანდარტები და სერვისისადმი განსხვავებული მიდგომა „ქარფესტს“ უახლოეს მომავალში აქცევს ინდუსტრიაში ყველაზე საიმედო, ხარისხიან ბრენდად, რომელსაც შეუძლია ავტომობილის შეძენა მომხმარებლისთვის მარტივ, სასიამოვნო პროცესად და ნამდვილ ზეიმად აქციოს.