ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ის აღარ იქნება არც მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქზე.

"დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ "ქრონიკაში" და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები "იმედში". მადლობა ყურადღებისთვის", — აღნიშნა მან.

მანამდე ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ცხვიტავას დანიშვნას წინ უსწრებდა არხზე გენერალური დირექტორის შეცვლა. გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.