Thor: Ragnarok-ის რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ ახალი ფილმი გადაიღო, რომელშიც სკარლეტ იოჰანსონი, სემ როქველი, ალფი ალენი, რებელ ვილსონი, სტივენ მერჩანტი, თომასინ მაკენზი და რომან გრიფინ დევისი თამაშობენ.

სატირული ფილმის მთავარი გმირი 10 წლის ბიჭი ჯოჯო ბეცლერია, რომელსაც მეტსახელად კურდღელი შეარქვეს. ის ცდილობს მოერგოს ფაშიზმს, რომელიც გერმანიაში საკმაოდ მზარდია. ამ ყველაფრისთვის კი წარმოსახვით მეგობარს ადოლფ ჰიტლერს ქმნის, რომელსაც თავად რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი ასრულებს. ბიჭის მსოფლმხედველობა თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ დედამისი (სკარლეტ იოჰანსონი) სახლის სხვენში ახალგაზრდა, ებრაელ გოგოს (თომასინ მაკენზი) მალავს, ეს ფაქტი მას აიძულებს გადააფასოს თავისი ბრმა ნაციონალიზმი.

ფილმი კრისტინ ლუნენსის წიგნზე - Caging Skies-ზე არის დაფუძნებული.

Jojo Rabbit-ის პრემიერა სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ფილმი სავარაუდოდ 18 ოქტომბრიდან გამოვა ეკრანებზე.