კომპანია სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის ჯგუფის ხელმძღვანელის, ასმათ აბესაძის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. ამის შესახებ ინტერპრესნიუთან ინტერვიუში განაცხადა. ფრანგული კომპანია სისტრა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეორგანიზაციაზე მუშაობს.

"მზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს", — ამბობს აბესაძე.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში იქნება, გზის ორივე მხარეს კი ველობილი მოეწყობა.