იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტებით მივიდა. ამით დოლიძემ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარე გასაუბრება გააპროტესტა და თქვა, რომ კანდიდატებს კომფორტი უნდა შეექმნათ.

დოლიძის განცხადებით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა. დოლიძეს საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა. გვრიტიშვილის თქმით, საბჭოს მდივანს შუამდგომლობას წარუდგენს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განესაზღვროთ.

არასამუშაო საათებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არერთხელ გააპროტესტეს.