ღვინო, ისტორიის წიგნი და ღამე რეგიონის სასტუმროში — ვაშაძის ინიციატივა "სტუმრის ბარათზე"
ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სახელმწიფომ ე.წ. სტუმრის ბარათი უნდა გადასცეს. მისი აზრით, ეს ინიციატივა გაზრდის ტურისტების ინტერესს საქართველოს მიმართ.
ვაშაძის განმარტებით სტუმრის ბარათი იგივე ლოიალობის ბარათია, დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც სხვადასხვა კომპანიები მომხმარებლების მოსაზიდად გასცემენ.
"წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი ბარათი ჩვენ გავცეთ საქართველოსთან მიმართებაში. დასაწყისისთვის, ბარათს ორი ფუნქცია ექნება — ყველა ტურისტს საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი ღვინო და საქართველოს ისტორიის წიგნი, რომლითაც გავაცნობთ მათ საქართველოს კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს და მეორე, რეგიონში მდებარე ნებისმიერი მცირე ზომის სასტუმროში, ღამის გათევა უსასყიდლოდ. აქ არ ვსაუბრობთ დიდ სასტუმროზე, ვგულისხმობ მცირე ზომის ან საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას. ვიზიტორი მსგავსი ტიპის სასტუმროში ღამეს უფასოდ გაათევს, ამ ხარჯს კი სრულიად სახელმწიფო დაფარავს", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ვაშაძე სტუმრის, იგივე ლოიალობის ბარათის სხვა ფუნქციებზეც საუბრობს. ის ფიქრობს, რომ სტუმრის ბარათზე პიარკამპანიის აწყობა შეიძლება.
"განვსაზღვროთ სხვადასხვა ბენეფიტები ბარათის მფლობელისთვის, მაგალითისთვის ე.წ. Fast Trek — სწრაფი შემოსვლის სისტემა, ან იგივე გათამაშებები და საინტერესო აქტივობები იმისთვის, რომ ტურისტს შევუქმნათ მეტი მოტივაცია საქართველოში ჩამოსვლის. ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც ჯერ მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ გამოუყენებია. ამას კარგად იყენებენ დიდი კომპანიები საბანკო, მომსახურების თუ ავია სექტორში", — აცხადებს ვაშაძე.
მისი აზრით, მსგავსი ბარათის მფლობელთათვის შესაძლებელია გარკვეული პრივილეგიების დაწესება, რაც გულისხმობს, მაგალითად, ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლამო შეთავაზებებს სხვადასხვა კომპანიებისგან.
"წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისდით მეილი, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ტარდება ესა თუ ის ღონისძიება. ამ პროექტით ქართულ ტურიზმს ჩვენ გავუჩენთ მუდმივ მომხმარებელს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები