"ქარელზე მე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო", — ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის ბრალდებებს.

ქარელმა განაცხადა, რომ პირადად შეესწრო, როგორ ავარჯიშებდა ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე ადამიანს რუსთავი 2-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად. ქარელის განცხადების ვიდეოს მაესტრო ავრცელებს.

"მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერა. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან მოიტანა, ეს ხდება პარიზში, ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ ხელმოწერა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელი და გვარები", — განაცხადა ქარელმა.