შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანაფის დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების განცხადებით, ხარაგაულის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 57 ძირი კანაფი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: შსს