კნუტის გადასარჩენად თბილისში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ჩატარდა — ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თამთა ასათიანი ავრცელებს და ინტერნეტის საშუალებით ფაქტის ამსახველ ემოციურ ფოტოებსაც ავრცელებს.

ჟურნალისტი თავად შეესწრო მაშველების თავდაუზოგავ მცდელობას, ერთ-ერთ აივანზე გაჭედილი პატარა ცხოველი ქვემოთ რომ ჩამოეყვანათ.

"გამოვედი სამსახურიდან, გზა გადაკეტილია, პატრული, უზარმაზარი სამაშველოს მანქანა და მაშველები აღმოჩნდა რომ კნუტი იყო გაჩხერილი ერთ-ერთ აივანზე და მის გადასარჩენად სპეცოპერაცია ჩატარდა! კნუტი გადარჩენილია - respect 112 Georgia", — წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თამთა.

როგორც ფოტოზე ხედავთ, საბედნიეროდ, მაშველებმა კნუტის გადარჩენა მოახერხეს და ახლა ის უკვე თავს კარგად გრძნობს.