პროკურატურაში მითხრეს, რომ პირადი ცხოვრების კადრები პატიმარს არ გაუვრცელებია — ეკა ბესელია
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში უთხრეს, რომ სომხეთის ციხეში მყოფი პატიმარი, პირველწყარო არ იყო. პატიმარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველად ატვირთვისა და გავრცელებისთვის დღეს, 23 ივლისს წარუდგინა. ეკა ბესელიას თქმით, ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მაშინ "ეს არავინ არ ჩათვალა სერიოზულად".
"ბოლოს რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო. ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?!" — თქვა რუსთავი 2-თან საუბრისას ეკა ბესელიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ აინტერესებს, რატომ არ წარუდგინეს ბრალი ამ ადამიანს ამ დრომდე. ეკა ბესელიას თქმით, საგამოძიებო მასალებს გაცნობის შემდეგ უწყებამ უთხრა, რომ საქართველოს მხრიდან გამომძიებელს უფლება არ მისცეს პატიმარი დაეკითხათ.
დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა სომხეთის ციხეში მყოფი პირი. გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება. ამ მუხლით დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები