ახალქალქში, სოფელ ხოსპიოსთან რკინიგზის თანამშრომლები გაიიფცნენ და თურქეთიდან შემოსულ მატარებელს პროტესტის ნიშნად გზა გადაუკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანია დემირიოლსერვისი მათ სამი თვის ხელფასს არ უნაზღაურებს. ამავე გამოცემასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ოთხი თვიდან მხოლოდ ერთის ხელფასი ჩაერიცხათ და დარჩენილ სამს არ უნაზღაურებენ.

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, თანამშრომლებს კომპანიასთან დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებები არ აქვთ.

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, სამ ივლისს გაიფიცნენ. მათ ოთხი თვის ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს დაბრუნდნენ, 10 ივლისს კი გაფიცვა ისევ გააგრძელეს.