ალიგატორები საკმაოდ საშიში მტაცებელი ცხოველია, რადგან, ვეებერთელა კბილებითა და ძლიერი ყბებით თითქმის ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გაუმკლავდეს.

აი, გოლფის მოედანს დაპატრონებულ იხვებს რამდენად მოერევა, ვერაფერს გეტყვით.

ვგულისხმობთ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და რომელიც ძალიან, ძალიან გაბრაზებულ იხვების ოჯახს ასახავს — როგორც ჩანს, განრისხებულმა ფრინველებმა დაუპატიჟებელი სტუმრის მოედნიდან გაძევება, პირად გამოწვევად მიიღეს და ფაქტიურად, ქვეწარმავალს კუდით ქვა ასროლინეს.