ფედერაციამ დააჯილდოვა მოჭიდავე, რომელსაც დოპინგისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი ჩამოართვეს — IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციამ ფულადი ჯილდო გადასცა სპორტსმენს, რომელსაც დოპინგის მოხმარებისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი ჩამოართვეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სპორტსმენს ჯილდო მედლის ჩამორთმევიდან სამ თვეში გადასცეს.
IDFI-კვლევაში აღნიშნულია, რომ მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა და ამ შედეგისთვის 61 200 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გაიცა როგორც სპორტსმენზე, ისე მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა — ეს ის დარღვევებია, რაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჭიდაობის ფედერაციის დოკუმენტაციის შესწავლისას გამოავლინა.
IDFI-ს კვლევის თანახმად, 2015-2018 წლებში ჭიდაობის ფედერაციას სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის 30 მილიონი ლარი გამოუყვეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან თანხვედრაში არაა:
"მაგალითად, 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782 785,38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია მაშინ, როცა სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3 500 000 ლარი".
მათივე თქმით, სამინისტროს მიერ გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსი არ არის დაცული. როგორც IDFI-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის სამინისტრომ ფედერაციას გადაურიცხა 1 786 835 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია 782 785,38 ლარი, უკან დაბრუნდა 173 001,62 ლარი, ხოლო დანარჩენი 831 048 ლარის შესახებ ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
დეტალურად ანგარიშის შესახებ წაიკითხეთ აქ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები