უცნობია, 2017 წელს ბიუჯეტიდან მიღებული 831000 ლარი ჭიდაობის ფედერაციამ სად წაიღო — IDFI
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა — ეს ის დარღვევებია, რაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჭიდაობის ფედერაციის დოკუმენტაციის შესწავლისას გამოავლინა. დღეს, 23 ივლისს IDFI-მ ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროვა.
IDFI-ს კვლევის თანახმად, 2015-2018 წლებში ჭიდაობის ფედერაციას სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის 30 მილიონი ლარი გამოუყვეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან თანხვედრაში არაა:
"მაგალითად, 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782 785,38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია მაშინ, როცა სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3 500 000 ლარი".
მათივე თქმით, სამინისტროს მიერ გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსი არ არის დაცული. როგორც IDFI-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის სამინისტრომ ფედერაციას გადაურიცხა 1 786 835 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია 782 785,38 ლარი, უკან დაბრუნდა 173 001,62 ლარი, ხოლო დანარჩენი 831 048 ლარის შესახებ ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ:
- ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი;
- თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12 517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში — 8 276 ლარი.
- შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი;
- თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63 580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12 980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს;
- 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61 200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.
ორგანიზაციის განმარტებით, კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გაუმჭვირვალობა, რადგან ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI-ის შეფასებით, შესაბამისი რეგულაციების არარსებობა, გარკვეულწილად, ზრდის ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციისა და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს:
- საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, პირდაპირ არ ვრცელდება სპორტული ფედერაციებზე. შედეგად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არ გასცემს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას და არ უზრუნველყოფს ფინანსურ გამჭვირვალობას;
- iDFI-ს განმარტებით, სამინისტრომ სრულყოფილად არ გასცა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსური ანგარიშები, რისი სამინისტროსთვის მიწოდების ვალდებულება ფედერაციას შესაბამისი ხელშეკრულებებით აქვს აღებული; მათივე თქმით, მსგავსი ანგარიშების გასაჯაროებისგან თავის არიდება სამინისტროს მხრიდან გარკვეული ინფორმაციის დაფარვის სურვილზე ან/და ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებს;
- ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც ორგანიზაციაში მიაჩნიათ, მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. ატკატების რისკს;
- ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არ განხორციელებულა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმება. IDFI-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად ასუსტებს თანმიმდევრული ფინანსური კონტროლის შესაძლებლობებს და ზრდის კორუფციის რისკებს;
- ანტიდოპინგურ შემოწმებაზე ჩავარდნილი მოჭიდავეებისათვის ფულადი პრიზების გაცემის/ჩამორთმევის საკითხები არ არის სამართლებრივად მოწესრიგებული, რაც ზრდის ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს;
-
კვლევის ფარგლებში შესწავლილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსურ დოკუმენტაციაში გამოვლენილი ფაქტობრივი უზუსტობები, წარმოადგენს ფინანსური შეუსაბამობების რისკებს;
-
ფედერაცია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ფაქტიური ხარჯების მიწოდებას, რაც ფინანსური შეუსაბამობების რისკს წარმოადგენს.
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები