გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ არ იცის, რა პრობლემები აქვს ლგბტ თემს საქართველოში
მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე ამტკიცებს, რომ არ იცის, რა პრობლემები აქვს ლგბტ თემს საქართველოში. ასე უპასუხა მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებაზე დასმულ კითხვას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იმყოფება.
"არ ვიცი, რა პრობლემატიკა აქვთ, მართალი გითხრათ. თუმცა, მასმედიით საშუალებით... გულწრფელად რომ გითხრათ, ერთი წელი მასმედიის საშუალებებზე არ მიყურებია. ჩემს ინფორმაციულ უზნუველყოფაზე ზრუნავს ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ამიტომ ის დეტალები არ ვიცი, რა პრობლემატიკის წინაშეა", — განაცხადა მან.
ამავდროულად, თადუმაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა. მანვე აღნიშნა, რომ "არ გაიპრანჭება და არ იტყვის", რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შექმნაში არ მონაწილეობდა. მისინ თქმით, ეს კანონი მაშინაც და ახლაც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
სახალხო დამცველის ისევე, როგორც ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლგბტ თემის წევრები საქართველოში ჩაგვრის და დევნის მსხვერპლი არიან.
შალვა თადუმაძე დღეს, 23 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გადის. ის უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია. მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოაკტო საქმიანობას. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.
ამავე თემაზე:
- თადუმაძე ჯანეზაშვილს: ჩვენ შორის მე უფრო მაგარი იურისტი ვარ
- თადუმაძე: მოსაზრებას, რომ მოსამართლეები იყვნენ ცუდი, არ ვეთანხმები — სისტემა იყო ცუდი
- ბატონი შალვა არის გულწრფელი, ტერმინზე ნუ გამოვეკიდებით — საბჭოს წევრი გვრიტიშვილი თადუმაძეს გამოესარჩლა
- თადუმაძე: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი, უზენაესის მოსამართლეების საკითხი მის ლეგიტიმაციას სცდება
- ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები — თადუმაძის განმარტება, რატომ ჰყავს რეკომენდატორებად მხოლოდ ოცნების წევრები
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები