ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.

პოსტის მიხედვით, ოჯახს დედის სამკურნალოდ საკმარისი თანხის მოგროვება არ შეუძლია, სწორედ ამიტომ მანქანაში გამჭვირვალე ყუთია მოთავსებული, რომელშიც მგზავრი სურვილისამებრ ჩააგდებს თანხას.

თუ მგზავრს საკმარისი თანხა არ აქვს, ძმები მოქალაქეებს უფასო ტაქსის სერვისსაც სთავაზობენ.

"ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რამე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება", — წერს ნიკა ქართველიშვილი ფეისბუქზე.

მსურველებს დახმარება საქართველოსა და თიბისი ბანკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვითაც შეუძლიათ, რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD GE28TB7739345064300013

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

591 819 819