JBL Georgia - თბილისში აუდიო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, JBL-ისა და HarmanKardon-ის ოფიციალური შოურუმი გაიხსნა.

ჭავჭავაძის 37ლ-ში, სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის მეორე სართულზე, JBL-ისა და HarmanKardon-ის კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი და ოფიციალურად იმპორტირებული პროდუქციის - ყურსასმენების, ბლუთუს სპიკერების, სახლის კინოთეატრის და აუდიო სისტემების ფართო არჩევანი გელით. პროდუქცია გადანაწილებულია ყველა საფასო, ფუნქციონალურ და ვიზუალურ კატეგორიაში.

მაღალი ხარისხის აუდიო ტექნიკით დაინტერესებულ მომხმარებლებს შოურუმში JBL-ის მრავალფეროვანი პროდუქცია დახვდებათ. მრავალფეროვანი პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან ათობით განსხვავებული მოდელი უამრავ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი, რაც თქვენთვის სასურველი ბლუთუს სპიკერის ან ყურსასმენის არჩევის საშუალებას მოგცემთ.

სულ ერთია, კლასიკური სტილი გიზიდავთ, სათავგადასავლო ლაშქრობები, სპორტული ცხოვრების სტილი თუ სახლის სიმყუდროვე - თქვენს სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი ხარისხის აუდიო ტექნიკა JBL-ისა და HarmanKardon-ის შოურუმში გელოდებათ.

აგრეთვე, შოურუმში წარმოდგენილია HarmanKardon-ის პრემიუმ კლასის აუდიო ტექნიკა და სახლის კინოთეატრის სისტემები.

JBL-ისა და HarmanKardon-ის ოფიციალური შოურუმი მომხმარებლებს გარკვეულ მოდელებზე ექსკლუზიურ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს ჰპირდება.

შესაძლებელია პროდუქციის განვადებით შეძენაც და რაც მთავარია, პროდუქცია დაცულია ოფიციალური ჰოლოგრამით და 12 თვიანი შეცვლითი გარანტიით.

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ პირდაპირ ბრენდ შოურუმის ფეისბუქ გვერდს, JBL Georgia-ს მიმართოთ.