ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები — თადუმაძის განმარტება, რატომ ჰყავს რეკომენდატორებად მხოლოდ ოცნების წევრები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იმყოფება. საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მას რეკომენდატორებში მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ჰყავს მითითებული, რაც ჟურნალისტებს კითხვებს უჩენს მიკერძოებულობაზე.
თადუმაძის რეკომენდატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. თადუმაძის თქმით, ეს ადამიანები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ იმიტომ აარჩია, რომ კარგად იციან მისი კვალიფიკაცია.
"ირაკლი სესიაშვილთან მე გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და თუ ვინმემ ამ ქვეყანაში იცის ჩემი კვალიფიკაცია იცის ირაკლი სესიაშვილმა... თუ კიდე ვინმემ იცის, რა შესაძლებლობები გამაჩნია პროფესიული და ადამიანური, იცის მაია ცქიტიშილმა, იმიტომ, რომ მე და ქალბატონმა მაიამ ერთად ვიმუშავეთ 6 წლის მანძილზე მთავრობის ადმინისტრაციაში, ის იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მე ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ჩვენ გვქონდა კვეთა ერთმანეთთან მუშაობის...
კობა კობალაძე, რომელიც არის ჩემი მეგობარი, ასევე პარლამენტის წევრი და ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლო დარბაზიდან გამომეყვანა მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო", — განაცხადა მან.
შალვა თადუმაძე უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია. მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოაკტო საქმიანობას. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, რომ გულშემატკივრებმა ნამდვილი სახელი დაუძახონ ემა სტოუნს უნდა, რომ გულშემატკივრებმა ნამდვილი სახელი დაუძახონ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები