ზვიგენის გაგონებაზე თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი, ბასრი კბილებით შეიარაღებული, საშიში მტაცებელი არსება წარმოგვიდგენია ხოლმე, თუმცა, ამ ახალმა აღმოჩენამ ჩვენი წარმოდგენები შეიძლება რადიკალურად შეცვალოს.

მეცნიერებმა მექსიკის ყურეში სრულიად ახალი სახეობისა და უჩვეულოდ პატარა ზომის ზვიგენი აღმოაჩინეს, რომელიც სიბნელეში ანათებს კიდეც.

ტულანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ისიც დასძინეს, რომ ამერიკული "ჯიბის ზვიგენის" ეს უცნობი სახეობა სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლები არიან.

ზვიგენის მსგავსი სახეობა 1979 წელს, წყნარ ოკეანეშიც აღმოაჩინეს, თუმცა მათ ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებელი გამოარჩევს.

ფოტო: Public Domain

აღსანიშნავია, რომ ორივე ზვიგენს აქვს ე.წ. ჯიბე, რომელშიც მანათობელი ჯირკვალია ჩამალული. ისინი მათ ნადავლის ყურადღების გასაფანტად, თავდასხმამდე იყენებენ.