შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ოთხი არასრულწლოვნის ვაჭრობის
საქმეზე მათი დედა და დეიდა დააკავა. მათ 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებით ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკავებულები 6-დან 12 წლამდე ოთხ შვილსა და დისშვილს მოწყალებას აიძულებდნენ, გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად ითვისებდნენ. როგორც შსს-ში ამბობენ, ბრალდებულები ბავშვებზე ფსიქიკურ ზეწოლასა და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ, ასევე, სისტემატიური მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.

უწყების განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ", "გ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.