კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის პირველი შვილი, პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა და სამეფო ოჯახმა ტრადიციულად ქეით მიდლტონის გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.

სურათებში, რომლებიც კენსინგტონის სასახლის ეზოშია გადაღებული, მას ინგლისის ფეხბურთის მაისური აცვია. ერთ-ერთ ფოტოში კი ის საოჯახო არდადეგებზე იმყოფება.

ჯორჯი ბაბუის, პრინცი ფილიპისა და მამის, პრინცი უილიამის შემდეგ, რიგით მესამეა, რომელსაც სამეფო გვირგვინი შესაძლოა ერგოს. ის 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა.

ფოტო: ქეით მიდლტონი

ფოტო: ქეით მიდლტონი

ფოტო: ქეით მიდლტონი

ივლისის დასაწყისში პატარა პრინცს როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის გაკვეთილები ჩაუტარა. სპორტსმენის თქმით, პრინცი საყვარელი და ნიჭიერია. პრინცი ჯორჯი ტომას ბათერსის სკოლაში სწავლობს და სექტემბრიდან მეორე კლასში გადადის.

ამავე თემაზე: