დღეიდან თბილისში უკვე ხუთი ახალი ადგილია, სადაც ელექტრომობილების დატენა უფასოდ არის შესაძლებელი. დასატენი მოწყობილობები ისფეისისა და თანამშრომლობით გრინვეიმ კუთვნილ ტექინსპექტირების ცენტრებში დააყენა.

ელექტრომობილების უფასოდ დატენა შესაძლებელია

  • დიღომში, ნოდარ ბოხუას#1;
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი #164, (ლექსუსის ცენტრის გვერდით);
  • ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #175 ა;
  • ფეიქართა ქუჩა, ქსნის ქუჩის მიმდებარედ;
  • გლდანი, ხიზანიშვილის ქ. #57.

"გრინვეის მიზანია შექმნას უკეთესი ეკოლოგიური გარემო ჩვენს ქვეყანაში. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს", — აცხადებენ კომპანიაში.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ელექტრომობილების დამტენები გრინვეის რეგიონულ სერვის ცენტრებშიც განთავსდება.