სერიალ გრეის ანატომიის ვარსკვლავმა, სანდრა ომ დაბადების დღე საქართველოში გაატარა. მსახიობის ფოტო თავდაპირველად ფასანაურში მდებარე Admiral Rafting Group-მა Facebook-ზე გაავრცელა.

On.ge-ს ადმირალში უთხრეს, რომ მსახიობი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სანდრა ო ყაზბეგში, სასტუმრო რუმსში ისვენებდა და სწორედ ყაზბეგიდან მოხვდა ფასანაურში.

მოგვიანებით On.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ყაზბეგის შემდეგ თბილისს ესტუმრა და რამდენიმე ადგილას, მათ შორის კაფე სტამბასა და სალობიე ბიაში იმყოფებოდა. სალობიე ბიაში On.ge-ს უთხრეს, რომ მსახიობი ნამდვილად ესტუმრათ, თუმცა, ადგილის არქონის გამო მას ვერ უმასპინძლეს. არსებული ინფორმაციით, სანდრა ო საქართველოს დღეს დატოვებს.

ფოტო: ABC