ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ახალ ძალთა მოძრაობა ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის თანახმად, პარტიამ 0,4 პროცენტი მიიღო. რადაში მოსახვედრად ბარიერი ხუთი პროცენტია.

ეგზიტპოლის თანახმად, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის პარტია ხალხის მსახური ლიდერობს. მას ხმა მოსახლეობის 43,9 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის 11,5 პროცენტით. შემდეგ მოდის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა 8,9 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა იულია ტიმუშენკოს პარტია ბატკივშინა 7,6 პროცენტით, ხოლო მეხეთე ადგილზეა მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმა 6,3 პროცენტით.