ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის პარტია ხალხის მსახური ლიდერობს. მას ხმა მოსახლეობის 43,9 პროცენტმა მისცა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

მათი ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის 11,5 პროცენტით. შემდეგ მოდის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა 8,9 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა იულია ტიმუშენკოს პარტია ბატკივშინა 7,6 პროცენტით, ხოლო მეხეთე ადგილზეა მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმა 6,3 პროცენტით.