თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა gazeta.ru ერთ-ერთ რადიოსადგურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქემენეთის პრეზიდენტი 2006 წლის 21 დეკემბერს გახდა. პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. კონსტიტუციის თანახმად ეს თანამდებობა ოვეზგელდი ატაევს ეკუთვნოდა, თუმცა, მის წინააღმდეგაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. 2007 წელს 89,23 პროცენტით აირჩიეს პრეზიდენტად და ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. 2012 წლის არჩევნებში ხმების 97,14 პროცენტი მიიღო.