San Diego Comic-Con-ზე ცნობილი გახდა, რომ Marvel საკულტო ვამპირებზე მონადირის, Blade-ის შესახებ ახალ ფილმს იღებს, სადაც მთავარ როლს ოსკარის ორგზის გამარჯვებული მაჰერშალა ალი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია twitter-ზეც გავრცელდა.

გადაღების და პრემიერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტივენ ნორინგტონის ცნობილ ტრილოგიაში, რომლებიც 1998, 2002 და 2004 წლებში გამოვიდა, მთავარ როლს ვესლი სნაიპსი ასრულებს. საინტერესოა, თუ როგორ შეცვლის მაჰერშალა ალი უკვე დამკვიდრებული ბლეიდის იმიჯს.