Star Trek: Picard ამერიკული სატელევიზიო შოუა, რომელიც ტელეკომპანია CBS-სთვის შეიქმნა. სერიალში 8 ეპიზოდი იქნება და სტარ ტრეკის საკულტო პერსონაჟზე, ჟან ლუკ პიკარდზე იქნება ორიენტირებული.

სან დიეგოს Comic Con 2019-ზე შოუს ტრეილერი გავრცელდა. გარდა იმისა, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ალექს კურცმანი იქნება, ასევე ცნობილია, რომ მეორე აღმასრულებელი პროდიუსერის და სცენარისტის პოზიციას ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მწერალი, პულიცერის ჯილდოს მფლობელი მაიკლ შეიბონი იკავებს.