ცნობილ ამერიკელ რეჟისორს და შეთქმულების თეორიების მოყვარულს, ოლივერ სტოუნს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ თაყვანისცემა ადრეც არ დაუმალავს, მაგრამ ახლა მან ეს ყველაფერი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. სტოუნმა შეხვედრაზე პუტინს სთხოვა, რომ მისი 22 წლის ქალიშვილი მონათლოს.

პუტინი: "მისი სურვილია, რომ მართლმადიდებელი გახდეს?"

სტოუნი: "გავხდით"

პუტინი: "კი ბატონო, მაგრამ ეს მასაც უნდა ვკითხოთ."

შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართა, მაგრამ ტრანსკრიპტი პარასკევს, 19 ივლისს გავრცელდა. რეჟისორის და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ოლივერ სტოუნმა დოკუმენტური ფილმი დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავდა "უკრაინის მიმდინარე კრიზისის გამოძიებას." თუმცა, ამის მაგივრად, როგორც ჩანს ის პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის და პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის სარეკლამო ფილმი უფრო იქნება, ვიდრე რაიმეს რეალურად გამოძიება.

ამ "დოკუმენტური ფილმის" შესახებ პოზიტიური მოლოდინების შექმნა რუსულმა სახელმწიფო მედიამ თავის თავზე აიღო. ისე ასევე უკრაინულ არხზე, 112-ზე უნდა გასულიყო, თუმცა, არხმა განაცხადა, რომ პროტესტის ფონზე მაუწყებლობას წყვეტდნენ.

ოლივერ სტოუნმა შეხვედრაზე პუტინს უკრაინის მოვლენების გამო "მშვიდობისმყოფელი" უწოდა.