დღეს HBO-მ The Watchmen-ის ახალი ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც ფანებისთვის კარგად ნაცნობი არაერთი პერსონაჟი ჩანს.

ახალი სერიალის მთავარ როლებში შეხვდებით ჯერემი აირონსს, რეჯინა კინგს, დონ ჯონსონს, ტიმ ბლეიკ ნელსონსა და ენდრიუ ჰოვარდს.

HBO-ს ამ კომიქსის მიხედვით სერიალის შექმნა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდა, თუმცა მაშინ პროექტი ლინდელოფის მოუცლელობის გამო შეჩერდა.

HBO სერიალის ეთერში გაშვებას ოქტომბერში გეგმავს.