სულ ცოტა ხნის წინ HBO-მ პოპულარული სერიალის, Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოუშვა. სეზონის პრემიერა 2020 წელს შედგება.

ორწუთიანი ტრეილერი ფანებს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ მათი საყვარელი სერიალის მომდევნო სეზონში.

მესამე სეზონში ახალ მთავარ როლს შევხვდებით, რომელსაც ფრანგი მსახიობი ვინსენტ კასელი შეასრულებს. როგორც ცნობილია, სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში კასელი უარყოფითი პერსონაჟის როლს მოირგებს და ახალი სეზონის სერიებში ის რეგულარულად გამოჩნდება. სერიალს მესამე სეზონს Breaking Bad-ის მსახიობი აარონ პოლიც ემატება.

სერიალის შემქმნელების თქმით, Westworld-ის მესამე სეზონი წინამორბედებზე უფრო მასშტაბური იქნება, რის გამოც მის გადასაღებად საკმაოდ დიდი დროა საჭირო.

ამავე თემაზე: