ყაჩაღობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.