საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელფასები აღარ გაეზრდება. გადაწყვეტილებას მხარი, ნატა იმედაიშვილმა, გიორგი ირემაძემ და ირაკლი დარცმელიძემ დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ხელფასების მატების ინიციატორი იყო. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ბეჟან გობაძე.

11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, მრჩეველებს მაუწყებლის საჰონორარო ფონდიდან, ხელფასები 15 %-ით ეზრდებოდათ. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 300 ლარით იქნებოდა, თავმჯდომარის მოადგილის — 3 100, ხოლო წევრების — 3 025. ახლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2 900 ლარია, მოადგილის — 2 700, ხოლო წევრების — 2 625.