19 ივლისს, ღამით ლონდონის მეტროპოლიტანის პოლიციის ტვიტერზე უჩვეულო შეტყობინებები გამოქვეყნდა. "ქსეონი საუკეთესო მებრძოლია შოტლანდიაში"; "რას მოგიტანთ პოლიციაში დარეკვა". რამდენიმეწუთიანი ინტერვალით ტვიტერზე შეურაცხმყოფელი სიტყვები და დიდი ასოებით დაწერილი ტექსტები გამოქვეყნდა.

ფოტო: Twitter

მეტროპოლიტანის პოლიციამ CNN-ს უთხრა, რომ ტვიტერზეც და მათ ვებსაიტზეც ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. პრესცენტრის განცხადებით, მსგავსი მესიჯები მეილზე გამომწერებსაც გაეგზავნათ.

"მათივე ცნობით, ჰაკერებმა განახორციელეს შეტევა სისტემაზე, რომელიც ლონდონის პოლიციის რამდენიმე პლატფორმაზე ერთი მოქმედებით ავრცელებს ინფორმაციას. "პოლიცია იყენებს ონლაინპროვაიდერს სახელად MyNewsDesk, რათა გაავრცელოს პრესრელიზები და სხვა კონტენტი. როცა ამბავი ქვეყნდება MyNewsDesk-ის გამოყენებით, ის ავტომატურად იპოსტება მეტროპოლიტანის პოლიციის ვებგვერდსა და ტვიტერის ანგარიშზე. ასევე ვრცელდება ელექტრონულ ფოსტაზე იმ ადამიანებთან რომლებმაც პოლიციის სიახლეები გამოიწერეს", — აცხადებენ პოლიციაში.

პოლიცია დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ MyNewsDesk-ს უკავშირდება, რადგან მეტროპოლიტანის პირად სისტემაზე არანაირი ჰაკერული თავდასხმა არ ფიქსირდება. პოლიცია მუშაობს, რათა საქმე გამოიძიოს.