შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი სუბოქსინი ამოიღეს. გარდა ამისა, პოლიციის ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული, რომელსაც შსს-ს დაკავებულს ედავება, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.