რა ფერის მაისური უნდა ჩავიცვათ ზაფხულში?
ზაფხულში ყველა მხრიდან გვესმის, რომ გარეთ გასვლისას უმჯობესია თეთრი ტანსაცმელი ჩავიცვათ, რადაგან ამ შემთხვევაში ნაკლებად დაგვცხება, თუმცა თქვენდა გასაკვირად, ეს სიმართლეს ყოველთვის არ შეესაბამება. რეალობა უფრო ჩახლართული და ნაკლებად ცალსახაა.
სიმართლეა, რომ თეთრი ფერი ხილული სინათლის ყველა ზომის ტალღისგანაა შემდგარი. ეს ნიშნავს იმას, რომ თეთრი ტანსაცმელი მზის სხივების დიდ ნაწილს ირეკლავს და მათ ჩვენი მოხარშვის საშუალებას არ აძლევს. ეს ყველაფერი სწორია, თუმცა ეს ინფორმაცია არასრულია.
მზე სითბოს ერთადერთი წყარო არ არის. მეორე ასეთი წყარო თავად ჩვენი სხეულია, რომელთანაც ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვართ. სხეულის მიერ გამოყოფილ სითბოს თეთრი მაისური ისევე ირეკლავს და გვიბრუნებს, როგორც მზისას.
1978 წელს ჩატარდა დეტალური და ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა სხვადასხვა ფერის ბუმბულის მქონე ჩიტები შეისწავლეს. მართლაც, სიცხეში, ქარის არარსებობის შემთხვევაში თეთრი ბუმბული ფრინველს ყველაზე კარგად აგრილებდა, რაც ლოგიკურია. თუმცა სულ ოდნავი ნიავის წარმოქმნისასაც კი, თეთრი ბუმბული ორგანიზმს სიცხისგან ეფექტურად ვეღარ იცავდა. ნიავისას სითბოს გასაფანტად ყველაზე ეფექტური შავი ფუმფულა ბუმბულები იყო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცუდი შედეგი გაბრტყელებულმა შავმა ბუმბულმა აჩვენა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
მარტივ რამეს — შავ ტანსაცმელი მზისგან და სხეულიდან წამოსულ სითბოს შთანთქავს, მაგრამ თუ ის მოტკეცილი არაა, ნიავისა და ქარის საშუალებთ ტანსაცმელი უფრო სწრაფად გრილდება, ვიდრე ცხელდება (მზის და სხეულის მიერ). თეთრი ტანსაცმელი მზის რადიაციას ირეკლავს, მაგრამ ასევე ირეკლავს და უკან აბრუნებს სხეულის მიერ წარმოქმნილ სითბოსაც. დასკვნა შემდეგია: თუ მზის გულზე დგახართ და ქარი არ იძვრის, სჯობს, რომ თეთრი, ფართო ტანსაცმელი გეცვათ, ხოლო თუ ნიავია, ამ შემთხვვაში თავს შავ, თავისუფალ ტანსაცმელში უფრო კომფორტულად იგრძნობთ.
ჩიტებზე ჩატარებული კვლევა ერთია, მაგრამ რამდენად ვრელდება ეს ყველაფერი ადამიანებზე, მეორე. ჟურნალ Nature-ში 1980 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, სახელწოდებით "რატომ აცვიათ ბედუინებს შავი მანტიები ცხელ უდაბნოში?" დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ფერის მანტია ეცმეოდათ ბედუინებს, მათი სხეულის მიერ მიღებული სითბო ორივე შემთხვევაში თანაბარი იყო.
ფართო და მოტკეცილი ტანსაცმლის ჩაცმა ნამდვილად ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად დაგცხებათ. მაგრამ, როგორც ჩანს, შავი და თეთრი მაისურის ჩაცმით მიღებული განსხვავება საერთოდ არარსებული ან უმნიშვნელოდ მცირეა. შესაბამისად, შეგიძლიათ იმ ფერის მაისური ჩაიცვათ, რა ფერისაც გაგეხარდებათ.
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
კომენტარები