სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დამოუკიდებელი მედია — ვაშინგტონში რუსთავი 2-ის საქმეს აფასებენ
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში აფასებენ. პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდიდან, ოპოზიციური მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
"მე მესმის, თუმცა მაშფოთებს ეს გადაწყვეტილება. ის გვაჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწია. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა ეს გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში", - განაცხადა მან.
სტრონსკი ამბობს, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა.
"გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო", — აცხადებს სტრონსკი.
ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოახერხებს ამ პირობებშიც კი საკუთარი მესიჯის გახმოვანებას.
"მედია გარემოში ამ დრომდე ცოტა მოთამაშე დომინირებდა და ახლა ერთი ხმის გამოკლებით უფრო მეტ დომინაციას ვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი მესიჯები საზოგადოებამდე და, ასევე, ვიმედოვნებ, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შეძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომელიც [რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში] დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.
მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი საუბრობს კანონის უზენაესობის დაცვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისთვის პატივისცემის მნიშვნელობაზე. თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება.
"წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემები რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, უნდა მიჰყვე სასამართლოს გადაწვეტილებას. ამას, რა თქმა უნდა, ექნება შედეგები, მაგრამ უნდა მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას", — ამბობს ის.
"არხს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ თავს, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს", — დაამატა მან.
თავისუფალი მედია, კურტ ვოლკერის თქმით, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია. ის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ამ მიზნისკენ წავიდნენ.
"დაიცავით კანონის უზენაესობა, ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციის და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს ქართული ოცნების თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება, ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს", — თქვა მან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.
მალევე, ცვლილება რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია რუსთავი 2-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. გვარამიამ ახალ დირექტორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თავად სალია კი ჟურნალისტებს განმეორებით, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
კომენტარები