Game of Throne-ის მსახიობმა გვენდოლინ კრისტიმ, რომელიც სერიალში სერ ბრიენე ტარტისა როლს ასრულებს, Emmy-ს ნომინაციაზე საკუთარი თავი თავად წარადგინა.

ტელეარხმა HBO-მ ემის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაზე მხოლოდ ლინა ჰიდი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი წარადგინა. ამ ყველაფრით უკმაყოფილო გვენდოლინ კრისტიმ აღმოაჩინა, რომ თავადაც შეეძლო ნომინაციაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, რაც არ დაიზარა და რეგისტრაციის დადებითი პასუხი ფანებს ინსტაგრამზე აცნობა.

Emmy-ს 71-ე დაჯილდოება აშშ-ში, 2019 წლის 15 სექტემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ამავე თემაზე:

Emmy 2019-ის ნომინანტები გამოვლინდნენ.