IRI-ის 2019 წლის ივლისის მონაცემებით, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის კურსს დადებითად მოსახლეობის 23 პროცენტი აფასებს, ხოლო 11 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: IRI-ის კვლევა

გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 34 პროცენტის აზრით — ეკონომიკა, ხოლო 28 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა სიღარიბეა.

ფოტო: IRI-ის კვლევა

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1 500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2,5 პროცენტს შეადგენს.