მოსკოვში პოლიციელებმა აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დაიჭირეს, რომელიც წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად იდგა. აქტივისტს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

"ვუთხარი, რომ უბრალოდ სუფთა პლაკატით ვდგავარ და არაფერს არ ვითხოვ. არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ ვაკეთებ. მათ კი მიპასუხეს, რომ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით", - თქვა კონდრატიევმა.

ტვიტის ტექსტი: წითელ მოედანზე არხ ავტოზაკ Live-ის ავტორი მაქსიმ კონდრატიევი დააკავეს. მაქსიმი ცარიელი პლაკატით იდგა - მისი სიტყვებით, ეს სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქცია იყო.

კონდრატიევი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით საქმის აღძვრის გარეშე გამოუშვეს. მისივე სიტყვებით, პოლიციელებმა არ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ მისთვის დაკავების შემდეგ.