"მართლა გგონიათ, რომ მხოლოდ პროდასავლურ მედიას შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი?" — ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

ბონში სერგეი ლავროვსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის მიმართ.

"მე ამასთან რა შუაშია ვარ? თუ მე ვახსენებდი რუსთავი 2-ს, არ ნიშნავს, რომ მე მაქვს რაიმე კავშირი იმასთან, რაც საქართველოში ხდება. და როდესაც ჩემს კოლეგას ეკითხებით, თუ რას ფიქრობს ის "დამოუკიდებელ პროდასავლურ არხებზე, მართლა გგონიათ, რომ მხოლოდ პროდასავლურ მედიას შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს? მე მეგონა, რომ თქვენ მაინც პროქართული იყავით, მაგრამ არაუშავს... " — განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ არ იცის სტრასბურგმა რა გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას საქართველოს მიმართ, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს ქართველ ხალხთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა სურს:

" ჩვენ არ მოგვწონს ზოგიერთი მედიის, მათ შორის "დამოუკიდებელი პროდასავლური" მედიის გამოყენების მცდელობა რუსულ-ქართული ურთიერთობების დასაზიანებლად".