რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქეებს რუსეთში უვადოდ ყოფნის უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების პროტოკოლის რატიფიკაციას ეხებოდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში უვადოდ ყოფნა შეუძლიათ.

პროტოკოლოს ხელი 2018 წლის 9 ნოემბერს მოსკოვში მოაწერეს ხელი. დუმის ორივე პალატამ კი მას მხარი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუჭირა.