მასაჩუსეტსის სასამართლომ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მეხუთე შესწორების უფლება გამოიყენა.

59 წლის სპეისის ნანტუკეტის ერთ-ერთ ბარში 18 წლის ბიჭის დათრობასა და მასზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ბიჭი 2016 წელს ბარში დამლაგებლად მუშაობდა.

ბრალდება მომჩივანის დედამ 2017 წლის ნოემბერში საჯაროდ გააჟღერა. ქალმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სპეისიმ თინეიჯერი ჯერ დაათრო, შემდეგ კი მას საცვლებში ხელი ჩაუყო.

სასამართლოზე მოწმემ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, წაშალა თუ არა იმ ღამეს გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები.

ბრალმდებლის ოჯახმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ ტელეფონი დაიკარგა, თუმცა სპეისის ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ მობილურიდან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია გამქრალი.

ნანტუკეტის ბარის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც კევინ სპეისი რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. 2017 წლის ოქტომბერში ენტონი რეპმა პრესას განუცხადა, რომ 14 წლის ასაკში სპეისიმ მასზე იძალადა.

ამავე თემაზე: