თბილისში მშენებლობაზე არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ დაადასტურა.

ფერაძე აცხადებს, რომ კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა არ ჰქონდა გატარებული საჭირო პრევენციული ზომები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე არასრულწლოვანის დასაქმებაც აკრძალულია.

რუსთავი 2-თან საუბარში გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თბილისში სამუშაოდ მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდა. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ ის მშენებლობაზე მუშაობდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უკვე გამოიკითხეს კომპანიაში დასაქმებული პირები.