შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იყო. მან შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც მან მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, მან ყველა კითხვას უპასუხა.

"რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვალ. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ვიცით სად არის სიმართლე", — განმარტა მან.