გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ამის შესახებ ოქრუაშვილი Facebook-ზე წერს.

მისივე ინფორმაციით, "პასუხის პასუხად" მისი დაცვის წევრი, კობა კოშაძე დააკავეს. ის აღნიშნავს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს.

"ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016-ში ორივეს რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს მაშინ არ ქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა?" — აღნიშნავს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ის საქართველოში ზეგ, 19 ივლისს ბრუნდება.

"ისე, საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსანის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით, მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე თუ მასე არ მოხდება", — წერს ოქრუაშვილი.