დაუჯერებელი არსება - ბარელის მედუზა - რეპორტიორმა და ბიოლოგმა, ლიზი დეილიმ, შენიშნა. ის ამ შემთხვევამ "სუნთქვაშეკრული" დატოვა.

"დაუვიწყარი გამოცდილებაა. ვიცი, რომ ბარელის მედუზები ძალინ დიდები იზრდებიან, მაგრამ მსგავსი აქამდე არაფერი მინახავს", — ამბობს ის.

"საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია" — აღფრთოვანებას ვერ მალავს რეპორტიორი.

დეილის თქმით მედუზა მისი ზომის იყო.

ეს სახეობა მედუზების ყველაზე დიდი სახეობაა ბრიტანეთის ზღვებში, მაგრამ მისი მნახველი ძალიან ცოტაა, მით უმეტეს - ამ ზომის.

ჩვეულებრივ ისინი ერთი მეტრამდე იზრდებიან და 25 კილოგრამს იწონიან.

ფოტო: Dan Abbott

ფოტო: Dan Abbott

ფოტო: Dan Abbott

ფოტო: Dan Abbott